პრეზიდენტის და ოპოზიციის კომპრომისული შეთავაზება უმრავლესობას - ანა დოლიძე ვეტოს დეტალებზე
პოლიტიკა - 17:40, 05 Oct, 2017     1635
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით ოპოზიციამ და პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა ახალი კომპრომისული შეთანხმება უმრავლესობის მიმართ, როგორც დოლიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნებიც, რომელიც უმრავლესობის მხრიდან იქნა გაჟღერებული პრეზიდენტთან შეხვედრის დროს:

„აქამდე გვქონდა უპრეცენდენტო თანხმობა ოპოზიციის სრულ სპექტრთან 6 პუნქტიან შეთანხმებაზე, ამას მოყვა უმრავლესობის თხოვნა 2 პუნქტზე ეს არის ბონუსის და ბლოკების თემა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა ახალი კომპრომისული შეთანხმება უმრავლესობის მიმართ, ეს შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში: პირველი ორი საკითხი არის ის საკითხები, რომელიც მოითხოვა უმრავლესობამ ბლოკების დაშვება და ბონუსის აკრძალვა. ეს უცვლელად იქნება გადმოტანილი პრეზიდენტის ვეტოში, მესამე საკითხი იქნება ასევე ის საკითხი, რასაც იზიარებს თავად უმრავლესობა, ეს არის პროპორციული სისტემა, ამ შემთხვევაში თავად ოპოზიცია თავისი ოპოზიციური 35 ხმით ეხმარება უმრავლესობას, რომ მიიღოს პრინციპული და არა პარტიული გადაწყვეტილება, დაუმატებს იმ ხმებს, რაც რამდენიმე მაჟორიტარის წინააღმდეგობის გამო დააკლდება, ეს მესამე შეთავაზება საშუალებას მისცემს უმრავლესობას შეასრულოს თავისი პრინციპული ნება და გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან. მეოთხე შეთავაზება ეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, გვესმის უმრავლესობის არგუმენტიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ხშირად არაპირდაპირი წესით აირჩევა, შესაბამისად ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი გადაწყდეს მაშინ, როდესაც შეიქმნება ორპალატიანი პარლამენტი, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც. ეს არის ის 4 საკითხი, რომელიც კომპრომისულად არის შეთავაზებული. ჩვენც გვინდა რომ ეს იყოს კარგი კონსტიტუცია და არა ერთპარტიული, მათვე დაუჭირონ მხარი ამ პროექტს იმის გათვალისწინებით, რომ 3 საკითხი მათი შემოთავაზებულია. ეს არის პრეზიდენტის ვეტოს შეთავაზებული შინაარსი, რომელზეც შეთანხმდა ოპოზიცია იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა“- განაცხადა ანა დოლიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42