ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა
პოლიტიკა - 17:31, 05 Oct, 2017     1116
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საერთო საჯარისო ცენტრის რიგით 21-ე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობდა.

მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელებმა, ასეულის მეთაურის რანგში ასეულის საბრძოლო ბრძანება შეიმუშავეს, რომელიც შერჩეულ პუნქტზე შეტევის ოპერაციას გულისხმობდა. მსმენელების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის აღსრულება 32-ე ბატალიონის ასეულმა განახორციელა, რაც მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორ-ოფიცრების მიერ შეფასდა. შემოწმდა დაგეგმვისა და განხორციელების ხარისხი.

მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფებისათვის ასეულის მეთაურების, ასევე, ბატალიონებისა და ბრიგადების შტაბის ოფიცრების მომზადება.

წვრთნები ორ ეტაპად - ასეულისა და ბატალიონის დონეებზე ხორციელდება. კურსის გავლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა ქვედანაყოფში შესაბამისი თანამდებობა დაიკავოს.

მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსზე მივლინებულნი არიან როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები უფროსი ლეიტენანტიდან მაიორის ჩათვლით. კურსის ფარგლებში, თეორიული მომზადების შემდეგ მსმენელები ასეულის მართვას და საბრძოლო ბრძანების შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებენ. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ინდივიდუალურად შეფასდებიან.

მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 31 ივლისს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42