გახდება თუ არა რუსეთთან კერძო მოლაპარაკება დასჯადი და რას პასუხობს ,,პატრიოტთა ალიანსი" შალვა შავგულიძეს
პოლიტიკა - 16:59, 05 Oct, 2017     2842
რუსეთის ფედერაციაშ ვიზიტად მყოფი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში დაბრუნდა, პარტიის წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. ოპოზიციონერების განცხადებით, პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი შეხვედრებს რუსეთის მაღალჩინოსნების გარდა ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მართავდა.

„ჩვენ ახალი ინიციატივით შევალთ, რომ ვინც ხელს შეუშლის აფხაზეთს და ოსეთს დაბრუნებაში, ყველა გამოცხადდეს როგორც მოღალატე და ყველაზე სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული. ჩვენ დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ჯოჯოხეთში, რომ იყოს ჩასასვლელი, უნდა ჩახვიდე.

,,რატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ, თუმცა, არ დააკონკრეტა ვის შეხვდნენ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლების მხრიდან.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, კალაშნიკოვის გარდა შეხვედრა ფედერაციის საბჭოშიც გაიმართა.

„არანაირი მუქარა არ იყო არავისგან იქ წარმოთქმული და დაფიქსირებული. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად კოლეგიალურად,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

,,პატრიოტთა ალიანსის" წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქციით დახვდნენ ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრები.

“თავისუფალი დემოკრატების” ახალი ინივიატივა - რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკებების წარმოება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს, პარტიამ ამ ინიციატივის შესახებ მიმდინარე წლის ზაფხულში გააჟღერა ინფორმაცია, „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას პარლამენტში საშემოგდომო სესიაზე დაარეგისტრირებენ და ამაში დახმარებას პროდასავლურ პარტიებს სთხოვენ. სწორედ ამ ინიციატივის საპასუხოდ გააკეთეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დღეს განცხადებები, რასაც შალვა შავგულიძემ უპასუხა:

"მათ შეეცადონ ჩვენი ინიციატივა გახადონ დასჯადი და ჩვენ საშემოდგომო სესიაზე წარვადგენთ იმ კანონპროექტს, როგორც ეს განვაცხადეთ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან და საქართველოსთან საომარ მოქმედებებში მყოფ ქვეყნის ხელისუფლებებთან ოფიციალური კომუნიკაციის უფლება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ამას დღემდე არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი აკრძალვის სახით. ვინაიდან ეს პრობლემა ასე აქტუალურად არ იდგა, არ მიდიოდა ქართული პოლიტიკური პარტიები თუ სხვა ორგანიზაციები და ოკუპანტ ქვეყანასთან რაღაც სქემებს არ ათანხმებდა და მერე არ ცდილობდა იქ შეთანხმებული სქემები ჩვენი ქვეყნისთვის თავს მოეხვია. რადგან დადგა ეს საჭიროება, კანონითაც უნდა დარეგულირდეს"- განაცხადა შალვა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42