პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა სრულდება
პოლიტიკა - 16:53, 05 Oct, 2017     877
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა შეაჯამეს და მეორე ფაზის განხორციელებაზე იმსჯელეს.

პროექტის მიზანი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარება და საწარმოო პოტენციალის ზრდაა, რომლის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა.

„ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას და სავაჭრო პალატას. ბოლო წლებში ჩინეთის რესპუბლიკის მხრიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს აგრარული სექტორის განვითარების კუთხით. რის საშუალებას გვაძლევს როგორც ნიადაგური და კლიმატური პირობები, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ გაწეული სამუშაოები. ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა. ჩვენ გვჭირდება სხვა ქვეყნების გამოცდილება, რათა სწრაფი ტემპით განვავითაროთ დარგი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთის მხარესთან ერთად პროექტის მეორე ფაზა კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დამთავრდება. პროექტის მეორე ფაზა მარნეულსა და წყალტუბოს რეგიონებში მზის სათბურების და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას გულისმობს.

პროექტის ფარგლებში, დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე 500-მდე ფერმერი გადამზადდა, მათ შორის, 80-მდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42