ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიამ მუშაობა დაასრულა
პოლიტიკა - 16:19, 05 Oct, 2017     760
ანდორა ლა ველაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დასრულდა. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა სამი დღის განმავლობაში სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს.

საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, სოფიო ქაცარავა ხმელთაშუაზღვის ფორუმს და აბრეშუმის გზის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც გლობალური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ჩართულობასა და მისი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით და ორგანიზებით, ანდორაში სპეციალური ღონისძიება - „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები გაიმართა“, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების მხრიდან დადებითი შეფასება და გამოხმაურებები მოყვა. ანდორაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გერმანიის, ჩეხეთის და ბელგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომელზეც სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის თემებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მნიშვნელობა იქნა შეფასებული.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები განვიხილეთ, როგორიცაა კონფლიქტები, კიბერუსაფრთხოება, განათლება და კლიმატის ცვლილებები. ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ეუთო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან და ვუმასპინძლეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თემაზე „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოება“. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მონაწილე დელეგატების მხრიდან ჩვენი ღონისძიების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიმართულია საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისა და საპარლამენტო დიპლომატიაში მნიშვნელოვანი როლის განმტკიცებისკენ. აღსანიშნავია, რომ ეუთოს ფარგლებში უკვე გარკვეულ ტრადიციად დავამკვიდრეთ მსგავსი კონფერენციების ჩატარება“- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე ჩვენ მოვახერხეთ მაქსიმალურად მიგვექცია ასამბლეის წევრების ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე. ეს ფაქტები ცნობილი უნდა იყოს მათთვის, ვინც დღეს ევროპაში პოლიტიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ჩვენ მათ ვთხოვეთ ეს საკითხები მუდმივად იდგეს დღის წესრიგში“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის წევრმა გიორგი წერეთელმა საშემოდგომო სესიის შეფასებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42