გერმანიის თავდაცვის მინისტრი DIB-ში ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა
პოლიტიკა - 15:14, 05 Oct, 2017     943
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა. ურსულა ფონ დერ ლაიენი DIB-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებს მასპინძლობა სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გაუწია. მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლის დაფუძნების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. თეა ნიკოლაშვილმა მინისტრსა და დელეგაციის წევრებს სკოლის ამოცანის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

დღესვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებმაც ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდახმის მოგერიებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მინისტრმა ქართველი სამხედროების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა და ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს უდიდეს როლზე გაამახვილა.

ღონისძიების დასასრულს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომელი, რეზერვის კაპიტანი, ნინო ჯავახიძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის „ბუნდესვერის ჯვრით“ დააჯილდოვა. რეზერვის კაპიტანი ნინო ჯავახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ორგანიზებით დაგეგმილი სწრაფი რეაგირების ძალების (QRF) წვრთნებში მისავლინებელი ასეულის საქართველოში წინასწარი მომზადების (13 კვირიანი საწვრთნელი პროგრამა), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადასროლის (5 თვიანი საწვრთნელი პროგრამა) და შემდგოში, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის წარგზავნის პროცესში, მოსამზადებელ და საკოორდინაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, თავდაცვის ატაშე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი იმყოფებოდნენ.

DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42