კახა კალაძე კომპანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
პოლიტიკა - 15:02, 05 Oct, 2017     1086
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძემ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანია მზად არის მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელოს და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია განაგრძოს.

„მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელების პროცესში მერიისა და GWP-ის მუშაობა თანხვედრაში უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ ჯერ, მაგალითად, გზის საფარი დაიგოს და ამას, შემდეგ, წყალგაყვანილობის სამუშაოების გამო, გადათხრა მოჰყვეს.

მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შემიძლია კონკრეტული რაიონები დაგისაახელოთ, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, ისეთი, როგორიც არის სამგორის რაიონი, ისანი და შესაბამისად, ამ კომპანიას დაგეგმილი აქვს, მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 000 მილიონი დახარჯოს ამ პრობლემების შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნა იყო, დაზიანების შესახებ ზარზე სწრაფი რეაგირება მოხდეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

GWP -ის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განმარტებით, კომპანია ინვესტიციებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ განვითარებაში ჩადებს.

„მოგეხსენებათ, როდესაც ხდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ქსელების რეაბილიტაციაზე. ამის ნათელი მაგალითია პეკინის გამზირის პროექტი, სადაც კომპანიამ სრულად უზრუნველყო ამ ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კომპანია სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე ახალი გამოცდილებით მუშაობს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კომპანიასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ იქნება“ - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატსა და კომპანია GWP-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა თბილისის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42