“იძულებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია“ - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას შეიცვლის თუ არა გიორგი მარგველაშვილი პოზიციას იმ შემთხვევაში თუ იგივე მოთხოვნა ექნება ვენეციის კომისიას ან სახელისუფლებო გუნდს:
„ვენეციის კომისია არის რჩევის მომცემი ორგანო, ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია, ამიტომ იძულებაზე ლაპარაკი წარმოუდენელია და ბოლო სიტყვა გვეკუთვის ქართველ ხალხს. კონსტიტუცია უნდა იყოს სახალხო, დაბალანსებული და კონსესუსის შედეგად მიღებული. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში. რაც შეეხება რეზულტატს თუ რაზე ილაპარაკეს გუშინ და რაზე შევთანხმდებით ჩვენ დღეს, მალე გაიგებთ“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
მისი თქმით, ძალაში უნდა დარჩეს ის მოთხოვნები, რომლზეც ოპოზიციამ და პრეზიდენტმა კონსესუს მიაღწიეს:
„ეს არის ერთადერთი გარანტი, რომ ჩვენი კონსტიტუცია იქნება სახალხო და არა ოლიგარქიული, ქვეყანას დაბალანსებული არქიტექტურა უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი დაკარგავს ყველაფერს, რაც საბოლოო ჯამში ძალაუფელების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატება“, - დასძენს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






