აფხაზეთის ა/რ- ის უმაღლესი საბჭოს გამოხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 13:54, 05 Oct, 2017     1465
აფხაზეთის ა/რ- ის უმაღლესი საბჭო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა და წარმოადგენს საქართველოსთან მიმართებაში არამეგობრულ ჟესტს და ეს მაშინ, როდესაც, 1994 წლიდან მოყოლებული საქართველოსა და სირიას ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.

სირიის არაბთა რესპუბლიკა არის გაეროს წევრი ქვეყანა და აღებული აქვს ვალდებულება პატივი სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, იყოს დამცველი საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების და გაეროს წესდების თანახმად აღიარებდეს სახელმწიფო საზღვრების ურღვევობას.

ვის, თუ არა სირიის ხელისუფლებას მოეხსენება თუ რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის ამა თუ იმ ჯგუფის პოლიტიკური თუ სხვა სახის ექსტრემისტული საქმიანობა. ექსტრემიზმი სცდება ერთი კონკრეტული ხელისუფლების შესაძლებლობებს და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე ძნელია მისი დამარცხება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობა, სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში, წარმოაჩინოს როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, არის საერთაშორისო თანამეგობრობაში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირების მორიგი, ამაო მცდელობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, გმობს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უტიფარ მცდელობებს, შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები და გამოიყენონ ისინი თავიანთი მიზნებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართულ-სირიული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს და იქნება საერთაშორისო არენაზე მის მიერვე აღებული პასუხისმგებლობის განუხრელად დამცველი."- ნათავამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42