საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ტავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის შემდგომი გეგმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ბესელიას თქმით, გუშინ გამართული შეხვედრა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კონსტრუქციული და საქმიანი იყო:
"რა გდაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამაზეა დამოკიდებული კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან ძალიან გონივრული შეთავაზება გაკეთდა. ახლა საუბარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. შესაძლება, პრეზიდენტთან შემდეგი შეხვედრა საჭირო არც იყო. ჩვენი პოზიცია ცნობილია, პრეზიდენტის პოზიციას ველოდებით. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 10 ოქტომბრამდე აქვს. ვერ გეტყვით, პრეზიდენტი რას იზამს. ორი მოცემულობაა. ერთი ის შეთავაზება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა და მეორე - კონსტიტუციას ისე მოაწეროს ხელი, რომ ცვლილებები დადასტურებული იყოს. მესამე მოცემულობაცაა - თუ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ კომპრომისისა და შეთანხმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






