„ჩვენ ვხედავდით, როგორ დაყავდათ კახა კალაძესთან შეხვედრებზე რესტორნებში, სადაც ყველას დაბადების დღე ჰქონდათ. ჩვენ მოწმე გავხდით იმ მძიმე ფაქტის, როდესაც აღმზრდელების უყურადღებობის გამო ბავშვი მეორე სართულიან გადმოვარდა. აღმზრდელებს, რომლებიც სიების შედგენით და კალაძესთვის მომხრეების მობილიზებით არიან დაკავებულები, მათ არ სცალიათ ბავშვებისთვის ყურადღების გამოსაჩენად. მივმართავთ პროკურატურას, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს. მოვითხოვთ დადგეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა.
ოპოზიციის წევრები მომხდართან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ეს უკვე არის დადასტურება, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას სისტემური ხასიათი აქვს. თანამდებობზე შერჩევა პარტიული ნიშნით ხდება და ბაღების დაკომპლექტება მიმდინარეობს ამ მიმართულებით. თანამდებობის პირები პირადი ინტერესებითვის იყენებენ თანამდებობისთვის,“- განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, მარიამ რამინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






