დღეს „თანასწორობის მოძრაობამ“ საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში 38 000 ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია ჩააბარა.
პეტიცია ინიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაცია All Out-ის მიერ ლგბტ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერად, რომლებიც ბათუმში პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. პეტიციაზე ხელმომწერები მოითხოვენ, რომ სამართლიანად იქნას გამოძიებული
2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
„თანასწორობის მოძრაობის" განმარტებით, საქმის გამოძიების ნაცვლად დაზარალებულებს სამართალდამცავებმა 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. მათ ბრალი 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
როგორც კუსიანი და ბერიანიძე აცხადებდნენ, მათზე ჰომოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოქალაქეების გარდა, პოლიციელების მხრიდანაც განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






