ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 11:37, 05 Oct, 2017     503

ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ელექტრონული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების და ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილეს.

გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მიღწევებზე, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად კიბერუსაფრთხოების რისკების გაზრდის საშიშროებებზე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს კიბერუსაფრთხოების საკითხს, რომლის უზრუნველსაყოფად ეფექტურად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ ITU-ს 2017 წლის გლობალური კიბერუსაფთხოების ინდექსით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ელექტრონული მთავრობის მომსახურებების განვითარების საკითხებზე, რომლის შედეგადაც სამთავრობო უწყებებმა დანერგეს ელექტრონული სერვისები მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების და კომფორტისთვის.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ბაზრების ჰარმონიზების ხელშეწყობა, მეორე სამუშაო შეხვედრა (“EU4Digital: Trust & Security”) თბილისში მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42