პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშრებით გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დღეს შეხვედრა შედგა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულ, საქმიან და სამუშაო გარემოში ჩაიარა:
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებულია ძალიან კარგი თანამშრომლობა, კონსტრუქციული პროცესი. რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, რადგან პროცესი გრძელდება. აქ ბუნებრივია, ბევრი მხარეა ჩართული. დღეს წარმოდგენილი იყო უმრავლესობა საკუთარი პოზიციებით. პრეზიდენტი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთანაც აწარმოებს, ვინაიდან ქმედითი დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი აუცილებელი ნაბიჯებია, ამიტომ როგორ შედეგებს მოგვიტანს, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






