პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 18:48, 04 Oct, 2017     942
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კონსენსუსის უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, კონსულტაციები გააგრძელოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა :

„შეხვედრა იყო საინტერესო და კონსტრუქციული, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან.

საქართველოს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის უზრუნველყოფა, პოზიციების დაახლოება, თანხმობის დოკუმენტის კონსტიტუციის ირგვლივ ფართო კონსენსუსის უზრუნველყოფა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ.

საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ ცხადია კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე,“-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა გასულ კვირას შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა 20-მდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.

საპარლამენტო უმრავლესობასთან დღეს გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდიდან კი პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42