პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის ფუნქტები გააცნეს, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.
„ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, ცხადია ამ შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და რომელიც კარგად იცის საზოგადოებამ, აღნიშნულ საკონსტიტუციო საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. უახლოეს პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






