სოფლის მეურნეობის მინისტრი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 17:55, 04 Oct, 2017     753
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს შეხვედრა იტალიის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში აგრარული მიმართულებით საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესებული იტალიელი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუმრებს აგრარულ დარგში არსებული ვითარების, მათ შორის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლევან დავითაშვილმა საქართველო-იტალიას შორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად „აგრიჯორჯია“ - ფერერო ჯგუფი დაასახელა, რომელიც საქართველოში მეთხილეობის დარგში საქმიანობს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობა ის მიმართულებაა, სადაც როგორც საქართველოს, ასევე იტალიას აქვს დიდი პოტენციალი და, შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს და იტალიელ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიმართა.

იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელია.

ფორუმი 2017 წლის მარტში რომში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42