„კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება გათავისუფლდება ბოკერიას იდეოლოგიური წნეხისაგან, იმიტომ რომ სწორედ ბოკერიები და მათთან დაკავშირებული ექსპერტები ავრცელებენ აზრს, რომ დიალოგი არის ღალატი და სახელმწიფოებრივი ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. ბოკერიას თვითონ რომ შეეძლოს ის, რასაც დღეს პატრიოტთა ალიანსი აკეთებს, ძალიან ბედნიერი იქნებოდა და ღიად ილაპარაკებდა იმას რომ რუსეთთამ აფხაზეთთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ რადგან ამას ვერ აკეთებს აქცევს ხელისუფლებასაც იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რომ თუ შემ მხარს დაუჭერ პირდაპირ დიალოგს, მაშინ მე შენ გაგიფუჭებ დასავლეთში იმიჯს. ეს შანტაჟია.
მე ვერ გავჩერდები იმის გამო, რომ გამოვა ვიღაცა N ექსპერტი და დამიწყებს ჭკუის სწავლებას, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაუშვებელია. ნებისმიერი ეს ექსპერტი, რომელიც დღეს ამას ლაპარაკობს, გარწმუნებთ დათმობდა სოხუმს და ცხინვალს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნუ იქნებიან ჩაკეტილი ბოკერიას ფორმულებში და ამ ჭ კლასის ექსპერტების წნეხის ქვეშ ნუ ამყოფებენ ნურც საკუთარ თავს და ნურც საზოგადოებას“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






