გიორგი აბაშიშვილმა ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლისა და ბროშურების წარდგენაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 14:58, 04 Oct, 2017     1440
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი და ბროშურები წარადგინა.

შეხვედრაზე გიორგი აბაშიშვილმა ფინანსური განათლების საკითხებზე მუშაობის გაძლიერებისათვის ეროვნულ ბანკს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის თითოეული ის ნაბიჯი, რომელსაც იგი ახორციელებს, მნიშვნელოვნად დაეხმარება მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და აგვაცილებს მნიშვნელოვან რისკებს და დანაკარგებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ფინანსური განათლების ნაწილში, და მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან იმისათვის, რათა ცნობადობა ფინანსური საკითხებზე იყოს გაცილებით მაღალი“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა.

პრეზენტაციას ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42