„ძალიან ზომიერი კურსი, რომელიც აღებული აქვს საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ არის ამ ეტაპისთვის სწორი. მოვა რაღაცა დრო და შეიძლება გაიზარდოს ფორმატი და ჟენევას და აბაშიძე-კარასინს დაემატოს რაღაც, მაგრამ ამ ეტაპისთვის ამისი საჭიროება არ არის. მე მაინც მგონია, რომ ეს არის კერძო ვიზიტები და ემსახურება უფრო პარტიულ მიზნებს, რომ რაღაც დათმობებით ფულადი რამე მოიპოვონ, კალაშნიკოვის დონეზე ეს ალბათ არ გადაწყდება, მაგრამ ის, რომ ამით რაიმე გარღვევა მოხდეს, არ ვფიქრობ. ვერცერთი არასამთავრობო პარტია ამ გარღვევას ვერ მოახდენს, ერთადერთი მათ შეუძლიათ რაიმე სათავისოდ გააკეთოს და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამიტომ, მცდელობა იმისა, რომ მათ ან მოღალატეები ვუძახოთ ან ტაში დავუკრათ, მემგონი ამის აუცილებლობა კი არა, არავითარი ფონი არაა, ისინი თავისას ცდილობენ.“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






