„მიხეილ სააკაშვილი იმ პირთა სიაში იმყოფება, რომლებმაც ომის დანაშაული ჩაიდინეს. ეს სია სამხრეთ ოსეთის მთავარმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად რუს კოლეგებს გადასცა.
მე კიევის ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთისთვის გადმოეცა. იმისთვის რომ მან სასამართლოს წინაშე პასუხი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო აგოს.
ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება მოიქცეოდა ღირსეულად და ნაწილობრივ მაინც მოიხსნიდა პასუხისმგებლობის იმ ტვირთს, რომელიც მათ საქართველოს იარაღით მომარაგების გამო აკისრიათ, რა იარაღიც საქართველომ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა.“- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით უკრაინა არა მხოლოდ იარაღით ამარაგებდა საქართველოს, არამედ უკრაინელი მოხალისეები ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომშიც აქტიურად მონაწილეობდნენ და საქართველოს მხარეს იბრძოდნენ. ბიბილოვის თქმით ეს ფაქტი დადასტურებულია მასალებით , რომელიც სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






