N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 11:28, 04 Oct, 2017     565
სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთად ხორციელდება და მიზნად საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირებულობის დონის გაზრდას ისახავს.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენენ და იმ უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აქვთ. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიეღოთ.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ამოქმედდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ; მოქმედებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და შესაბამისადაა გამართული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა; ასევე, დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42