"პრეზიდენტმა კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო" - ოპოზიცია
პოლიტიკა - 10:05, 04 Oct, 2017     837
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი პოზიციას არ შეცვლის და ვეტოს ყველა სადაო საკითხთან მიმართებით გამოიყენებს.

„პრეზიდენტმა ამ კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო და ყველა იმ საკითხზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც შეჯერებულია ოპოზიციურ სპექტრთან.

„ქართული ოცნების“ ხელშია, რომ ის ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა, მონახავს გამოსავალს თუ გააგრძელებს იმ უპასუხისმგებლო ქმედებას, რომელმაც მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს უმრავლესობა ისევ ულტიმატუმის ენით ესაუბრება.

„მოლოდინი დიდი ნამდვილად არ გვაქვს იმიტომ, რომ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა უმრავლესობამ, რომ ულტიმატუმით აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრას. რაც შეეხება იმას რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, ეს თავად მისი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ ერთადერთზე ვართ შეთანხმებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ შედგება ოპოზიციური პარტიების და პრეზიდენტის შეხვედრა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს სრულად გამოყენებას ურჩევს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესის თავს მოხვევას ამჯერად პრეზიდენტისთვის ცდილობს.

"ცნობილია მოცემულობა, რომ ქართულ ოცნებას და უმრავლესობას სურს ბარიერის და ბლოკის დონეზე, თავის ინტრესებს მოარგოს პრეზიდენტის ვეტო. იმედს გამოვთქვამ რომ პრეზიდენტის ვეტო იქნება კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა მმართველი პოლიტიკური პარტიის სასაარგებლოდ"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42