ქართველმა მომხმარებელმა კი მას ყოვლისმომცველი პასუხი გასცა. მისი სახალისო პასუხი ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს.

"ეს შეიძლება შეესაბამებოდეს ყველაფერს ან საერთოდ არაფერს.
"Bolomde Dalie Simon" ნიშნავს, ბოლომდე დალიე სასმელი, კაცო.
"Bodishi, Doi Sadaa?" ნიშნავს, მაპატიეთ, სად არის დოი? დოი არის გამოჩენილი ქართველი არავინ.
"Bagrationi Damaskhi Sakheze" ნიშნავს, დამასხი ბაგრატიონის ღვინო სახეზე.
"Beshqen, Daukar Salamurze" ნიშნავს, ბეშქენ (კაცის ქართული სახელი) სალამურზე (ხის ჩასაბერი ინსტრუმენტი) დაუკარი.
"Batumshi Davgazot Samshabats" ნიშნავს, წამოდი, ბათუმში (ზღვისპირა ქალაქი საქართველოში) წავიდეთ სამშაბათს.
"Brigada Dedistkvna Serialia" ნიშნავს, ბრიგადა (რუსული მაფია/ბანდა/ძმობა სატელევიზიო შოუა, რომელიც ძალიან პოპულარულია ბაბულიკებში, წვერიან ქართველ ბიჭებში, რომლებიც მზესუმზირას ჭამენ ქუჩის კუთხეებში და გაბრაზებულები არიან ცხოვრებაზე, რადგან ისინი უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე სხვები, მაგრამ ამისთვის არ მუშაობენ) ყველაზე მაგარი შოუა.
არცერთი მათგანი აზრს აშკარად არ ატარებს, მაგრამ შეიძლება, ამიტომაც გაიკეთა შენმა მეგობარმა ეს ტატუ."
მასალის გამოყენების პირობები






