"განახლებული პეკინის ქუჩა კურიოზია“ - გოგი ლორთქიფანიძე
პოლიტიკა - 18:23, 03 Oct, 2017     36322

„კონსტიტუციური ცვლილებები, თბილისის გენგეგმა, თავისუფლების მოედანზე პარკინგი, პეკინის ქუჩის გაცალმხრივება და ველობილიკი, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ნაკვეთი და ა.შ. და ა.შ. - ეს საკითხები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას და ვნებათაღელვას,“ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიაცია „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე აცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:

„არ ვეხები ამ საკითხების და პროექტების შინაარს და მათ ავკარგიანობას. შეფასებები დროებით გვერდით გადავდოთ და დავსვათ შეკითხვა - რატომ ხდება საკითხების ასეთი დრამტიზირება? პასუხი ზედაპირზე დევს - უუნარო მენეჯმენტი და პოლიტიკური უსუსურობა.

ჯერ იყო და, მიიღეს დავალება კონსტიტუცია ექციათ ხელისუფლებაში მაქსიმალურად დიდხანს ყოფნის ინსტრუმენტად და დაიწყო ფარსი სახელად საკონსტიტუციო კომისია. შედეგი? უამრავი შეცდომის და სისულელის შემდეგ ამოცანა ვერ შესრულდა და დღეს დავალების მიმცემი პირდაპირ სთხოვს მისთვის ერთდროს მიღებულს და დღეს მიუღებელ პრეზიდენტს - იქნებ ერთი ვეტოც გაიმეტო და ნამუსი მოგვწმინდო ბუკიკიოსთანო. დასკვნა საკითხის მოგვარება დაეკისრა გუნდს რომელსაც არც ცოდნა ეყო და არც პოლიტიკური ალღო. სხვისი არ ვიცი და მე ამ გუნდს პოლიტიკას ახლოს აღარ გავაკარებდი...

თბილისის გენ-გეგმა - იწვალა მერიამ, აწვალა ავტორები, ანერვიულა მესაკუთრეები, ხან ასე გადახაზეს თბილისი და ხან ისე. საკუთარი პარტიის კანდიდატის პროგრამასც არად დაგიდვენ და ყველაზე მეტი ოპონენტები არიან ერთმანეთის... სურვილი პოლიტიკურია - იქნებ 41 დაპირებიდან ერთი მაინც შესრულდეს თუნდაც ქაღალდზე და ჯანდაბას შიგნით რა ეწერება... პროცესი სრულიად პოლიტიკური მიზანშეწონილებით და უხეში სახელმწიფო ჩარევით წარიმართა... შედეგი - დაპირისპირება საკუთარი პარტიის კანდიდატის კამპანიასთან და უსუსური მენეჯმენტი.

1-ლარიან პარკინგის და მიწის ნაკვეთის კანონიერ გადაცემას უეჭველი ეყოლება კურატორი, რომელსაც დავალებული ექნებოდა ამ საკითხის წყნარად და უმტკივნეულოდ მოგვარება. შედეგად მივიღეთ უკიდურესად დაძაბული სიტუაცია და პოლიტიკურად გალახული უტყვი და მორჩილი საკრებულო... არა მგონია ინვესტორი დიდად მოხიბლული იყოს შექმნილი მდგომარეობით... აქაც საქმე იმაშია რომ მოქმედ მერს უნდოდა ამ საკითხის მოგვარება მომავალი მერისთვის გადაელოცა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. რაში აწყობს სკანდალით დაიწყოს მუშაობა

პეკინის ქუჩა საერთოდ კურიოზია, ორმხრვი გამზირის რეაბილიტაციაზე მიმდინარე ტენდერი ყოველგვარი იურიდიული საფუძველის გარეშე გააცალმხრივეს და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაასკუპეს ველო ბილიკი ველობილიკისათვის... დიდი ალბათობით, ისევ გაცალმხრივდება პეკინი და ჩვენ კი დავრჩებით გაღიმებულები.

დასკვნა - მენეჯმენტი ნოლი და პოლიტიკა-პოლიტიკოსობასთან ახლოს არ აქვს ჩავლილი ხელისუფლების ამ შემადგენლობაში.

სწორი იყო ის კაცი, ამგენმა დროშა ვერ დაკიდესო.... ასე ვართ მხიარულად დაწყევლილი 9 წლის და ბედნიერი 5 წლის ტყვეობაში.“ - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42