„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიულიინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა უმასპინძლა.
შეხვედრის შემდეგ, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებთან რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენის, წინაპართა საფლავების მონახულებისა და ჰუმანიტარულ თემებზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, ბოლო დროს, ხანძრისგან საქართველო ძალიან დაზარალდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებაზე უარი განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს უცებ ვერ მოხდება.
დუმის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხდა, თბილისში, რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეგნებულად უშლის ხელს, ორ ქვეყანას შორის საპარალამენტთაშორისო კავშირის შექმნას.
კალაშნიკოვმა კი განაცხდა, რომ "საქართველოს მოსახლეობა მიესალმება რუსეთთანურთიერთობის აღდგენას და ზოგი პარლამენტარი გრძნობს ამ დამოკიდებულებას."
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში გუშინ გაემგზავრნენ. ისინი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.
შენიშნვნა: ფოტო ასახავს "პატრიოტთა ალინსის" მოსკოვურ ვიზიტს ივლისის თვეში.
მასალის გამოყენების პირობები






