შეხვედრის შემდეგ, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებთან რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენისა და ჰუმაიტარულ თემებზე ისაუბრა.
“შეხვედრაზე განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გადახედვას და გადაწყვეტას საჭიროებ, პირველ რიგში ეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროს ეხება. განხილული საკითხებია, ზოგადად რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა, კონკრეტულად აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის ფუნქციონირების ან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მუშაობის საკითხები” - განაცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ბოლო დროს, ხანძრისგან საქართველო ძალიან დაზარალდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებაზე უარი განაცხადა.
„რატომღაც საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უარის თქმა გადაწყვიტა, თუმცა, ბორჯომის რუსეთში შეტანაზე უარს არ ამბობენ. ნუთუ საკუთარი ტყე არ დაენანათ? რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ანალოგიურ ქართულ სამსახურს შორის კონტაქტები დიალოგის, სპეციალური არხის ან პროტოკოლის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს“ - განაცხადა კალაშნიკოვმა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხი - წინაპრების საფლავების მონახულება“ - დასძინა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, ყველა ღონეს უნდა მიმართონ.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში გუშინ გაემგზავრნენ. ისინი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






