NDI-ის რეკომენდაციები ხელისუფლებას, ოპოზიციას და მედიას
პოლიტიკა - 17:25, 03 Oct, 2017     1151
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ისნტიტუტის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში ცნობილია. NDI-ის შეფასებით, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო არსებით შეჯიბრებითობას, პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატებს ან ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესების კუთხით ალტერნატიული ხედვებს მოკლებულია, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში პოტენციურად ხელს უშლის.


"მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95% მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. ქართული ოცნება მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის," - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღი შეჯიბრის ალბათობას შეუძლებელს ხდის.

"ყველა ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას მრავალი პრობლემა არსებობს, როგორიცაა: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად 1 NDI-ის 2016 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა 96%-მა არჩევნები შეაფასა, როგორც უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული, 93%-მა კი განაცხადა, რომ საარჩევნო გარემო დაშინებისგან თავისუფალი იყო. 3 გამოყენება, ფართომასშტაბიანი დაშინება და საარჩევნო კომისიების საქმიანობაში პარტიული ჩარევა. ამ დროისთვის ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ორი ფაქტის შესახებ გავრცელდა, რამაც ბევრი შეაშფოთა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ მოხდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამოკლებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ცოტა ოფიციალური საჩივარი შეიტანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და კონკრეტული დარღვევების გასაჩივრებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვთ. საარჩევნო დარღვევების ბრალდებების დასამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები მწირია. თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღქმას, რომ დარღვევები ხდება, შეუძლია საარჩევნო პროცესისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ ნდობა შეარყიოს. არჩევნების დღემდე დარჩენილი კვირების განმავლობაში ხელისუფლებამ დაშინებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება უნდა გააგრძელოს, რათა მათ დარჩენილ საარჩევნო პერიოდში პროცედურები მკაცრად დაიცვან და უშუალოდ არჩევნების დღეს გაუგებრობები თავიდან აიცილონ. თავის მხრივ, მედიამ უნდა შეასრულოს დაპირება, რომ კანდიდატების დებატებს და კამპანიების საკითხებს გააშუქებს. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა კი მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ დებატებში და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნონ"- აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

NDI-ის რეკომენდაციები

● შესაბამისმა უწყებებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ შევიწროებისა და საარჩევნო ძალადობის ყველა შემთხვევა და უზრუნველყონ, რომ დამნაშავეთა დროულმა დასჯამ უახლოეს მომავალში მსგავსი ძალადობის შემთხვევები აღკვეთოს;

● პარტიებმა შესაბამისი მტკიცებულებების მოსაძიებლად ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რათა საარჩევნო დარღვევების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ზეწოლის ან შევიწროებისა და ძალადობის ფაქტები დაასაბუთონ; ამასთანავე, მათ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ყველა არსებულ პროცედურას უნდა მიმართონ;

● პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა შესაძლო დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში, რათა ამომრჩევლებს თავიანთი პოლიტიკა და გეგმები წარუდგინონ;

● საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ დამსწრეების სხდომებიდან ან შენობიდან გაძევების კანონით გათვალისწინებული ფართო ძალაუფლება ბოროტად არ იქნას გამოყენებული - მათ შორის ამ საკითხის ირგვლივ ტრენინგის ჩატარებისა და გაძლიერებული ზედამხედველობის გზით;

● ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა გააგრძელონ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობა, განსაკუთრებით არჩევნების დღეს და ხმების დათვლის პროცესში, რათა უზრუნველყონ მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა;

● მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ დეზინფორმაციის მონიტორინგი, არა მარტო ტრადიციულ მედია საშუალებში, არამედ ონლაინ პლატფორმებზეც. მათ უნდა განაგრძონ საზოგადოების განათლება, რათა გაიზარდოს ცნობიერება და მოქალაქეებმა შეიმუშაონ შინაარსისა და წყაროების გადამოწმების უნარები და ამით თავიდან აიცილონ დეზინფორმაციის მოხმარება და გავრცელება;

● მედიამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო სიახლეების ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება მათ წინაშე არსებული 27 არჩევანისა და პლატფორმების შესახებ, და გაქარწყლოს ჭორები და მცდარი ინფორმაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42