"პრემიერი რომ ჩემს 2011 წლის სტატუსზე საუბრობს კლინიკაა... დღესაც ვთვლი, რომ ბურჯანაძე პოლიტიკური ნაგავი და გრუს აგენტია"- ლევან ხაბეიშვილი
პოლიტიკა - 15:41, 03 Oct, 2017     2763
პროკურატურამ მერიის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მასალაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა.

როგორც ხაბეიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, მერიისგან ითხოვს შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღონ, სადაც ჩანს რამდენი ადამიანი და ვინ ურტყამდა.

მისივე თქმით, ენმ-ს ხელთ არსებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და როგორც აღუკვეთეს უკანონოდ თავისუფლება.

"დღეს გამოძიებას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მომიტაცეს აქციიდან. ეს კადრებშიც თვალნათლივ ჩანს, როგორ მომკიდეს ხელი, როგორ შემათრიეს. თავისუფლება რომ უკანონოდ აღმიკვეთეს ეს ნათელია, იმიტომ, რომ ოქმი შედგენილი არ არის. თუ რამეს ვაშავებდი და დამაკავეს, ოქმი ხომ უნდა შეედგინათ?!. ეს იყო გატაცება. ვისაც არ ეზარებოდა ერთი-ორჯერ დამარტყეს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენელი მერიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი არასრულია. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში და რატომ დადგა სასწრაფოს გამოძახების საჭიროება.

"მერიას ის ვიდეო ჩანაწერები არ აქვს გამოქვეყნებული, თუ რატომ გავხდი მე იქ შეუძლოდ. რო შევდივარ წაქცეული შევყავართ. თუ კარაქიანი პურით შევყავართ წაქცეული არ უნდა ვიყო. ვიდეო აქვთ სკამიდან, თითქოს იქ დავიბადე - რატომ მოვხვდი სკამზე, რა მინდიოდა? თუ შეუძლოდ არ ვიყავი რატომ იძახებდნენ სასწრაფოს?! მე დღეს პროკურატურას ვთხოვე, რომ მერიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც დაურთოს საქმეს მტკიცებულების სახით, რადგან იქ კარგად ისმის, როგორ მეუბნებიან, სასწრაფო უნდა გამოიძახონ, რადგან ცუდად ვარ. ისე მცემეს და მირტყეს, ბოლოს შეშინდნენ და სასწრაფო გამოიძახეს. ყველაფერი ეს ზედაპირზეა. მათ შორის გარე პერიმეტრზე გადაღებული კადრებიც არსებობს, როგორ შემათრიეს და მირტყამდნენ. შემპირდა საქმის პროკურორი, რომ გამოძიება დაიწყება. მტკიცებულებები იძლევა იმის საშუალებას რომ საქმეს კვალიფიკაცია მიენიჭოს. ვითხოვ დაზარალებულად ცნობას. აქ მთავარი ის კი არ არის რომ ხაბეიშვილი სცემეს და ემუქრებიან. მთავარი ის არის, რომ თბილისელების ქონება, 2000 კვადრატული მიწის ფართობი თავისუფლების მოედანზე, მილიარდერს ერთ ლარად მიაქვს რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი მიზანი ძალადობის დასრულებაა, რომ ხვალ და ზეგ ვინმეს ხელი არ წაუცდეს. მე, საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირს, ასე რომ მექცევიან, მიტყაპუნებენ, თქვენ წარმოიდგინეთ რიგით მოქალაქეებს როგორ გაუსწორდებიან. სწორედ ამიტომ ვიბრძვი, რომ ასეთი ადამიანები მინიმუმ საქმიანობას ჩამოშორდნენ"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ლევან ხაბეიშვილი "ნიუპოსტთან" პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა.რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხაბეიშვილი არის ადამიანი, რომელიც 26 მაისის აქციაზე ოპოზიციას „გვამებს და ნაგავს“ უწოდებდა.

"პრემიერი რომ ლევან ხაბეიშვილის 2011 წლის ფეისბუქ სტატუსზე 2007 წელს საუბრობს ეს უკვე კლინიკაა - არანორმალურ მდგომარეობაშია. პრემიერს მეტი საქმე არ აქვს, ჩემს სტატუსებს რომ არ ჩაყვეს?! ძალიან უხერხულია...

მაშინ ნამდვილად მეწერა რომ რუსთაველის გამზირიდან პოლიტიკური ნაგავი გაიტანესთქო. მე ნინო ბურჯანაძეს ვგულისხმობდი. ბურჯანაძეზე მაშინაც ვფიქრობდი რომ პოლიტიკური ნაგავია, აზრი არც დღეს შემიცვლია და არც მომავალში შევიცვლი. ვთვლი რომ ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი რუსეთის გრუს აგენტები არიან"- განაცხადა ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42