„ბოლო პერიოდში სერიოზული ზეწოლები დაიწყო, მემუქრებოდნენ მოკვლით იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უნდა დამეწერა, კიდევ ერთხელ უნდა შემეტანა სარჩელი, უარზე ვიყავი და ამიტომ მემუქრებოდნენ მოკვლით. ითხოვდნენ უკვე მერობის არჩევნებზე ჩემს ჩართვას, ჩემს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად წასვლას, ან განაცხადის გაკეთებას და მაგ ნაწილში სერიოზული აქციის მოწყობას. ზალიკო უდუმაშვილის შეხვედრებზე მისვლას და კითხვების დასმას მავალებდნენ, თანახმა იყო თუ არა მერიაში ტრანსების დასაქმებაზე? იყო თუ არა უდუმაშვილი თანახმა, თბილისში გეიაღლუმის მოწყობის მხარდამჭერი ყოფილიყო? ან სკვერების გამოყოფაზე თანახმა იყო? ასეთი შეკითხვები უნდა დამესვა მისთვის საჯარო შეხვედრების დროს. ეს მოთხოვნა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან. რაზეც უარი განვაცხადე. იძულებული გავხდი, გამოვქცეულიყავი და გერმანიისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა“- განაცხადა გიორგი ჩხარტიშვილმა.
წყარო გაზეთი „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






