"ლგბტ თემის წარმომადგენლების სია შორენა თეთრუაშვილსა და სუს-ს მივაწოდე"- "მაცაცოს"სკანდალური ინტერვიუ
პოლიტიკა - 13:20, 03 Oct, 2017     13876
ლგბტ თემის წარმომადგენელმა გიორგი ჩხარტიშვილმა („მაცაცო“) საქართველო დატოვა. როგორც ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში აცხადებს, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლა გახდა. მისი თქმით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიძულა მათი აგენტი გამხდარიყო და მათ სასარგებლოდ გადაებირებინა ლგბტ თემის წარმომადგენლები, მოეპოვებინა ლგბტ თემის წარმომადგენელ პოლიტიკოსებზე, პარლამენტარებზე და საჯარო ფიგურებზე ინფორმაცია. ჩხარტიშვილის განცხადებით სუს-ის წარმომადგენელს ის 2015 წელს შეხვდა, მას პირობა წაუყენეს ან მათთან ითანამშრომლებდა ან მას დიდი ხნით დაიჭერდნენ.

„მაიძულეს ხელი მომეწერა შეთანხმებაზე, მომანიჭეს აგენტურული სახელი „ფანტომი“. მაიძულებდნენ , მათ სასარგებლოდ გადამებირებინა ლგბტ თემის აქტივისტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ და ინფორმაცია ჰქონდათ გარკვეულ საკითხებზე.“-განაცხადა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით მას სთხოვდნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მომუშავე ლგბტ თემის წარმომადგენლების სიას, მათ გადაღებას და ჩაწერას:

„მთხოვდნენ არა მარტო გადაღებას და ჩაწერას, არამედ მათზე ინფორმაციისა და სახელობითი სიის მიწოდებას. ასეთი სია შორენა თეთრუაშვილსა და სუს-ის სააგენტოს წარმომადგენლებსაც მივაწოდე. შორენა ასევე მთხოვდა არატრადიციული ორიენტაციის პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების, საჯარო ფიგურების მონაცემებს. იძულებითი ფორმით მივაწოდე მხოლოდ პარლამენტარებისა და გამგეობებში მომუშავე საჯარო მოხელეების შესახებ. მათ შორის მივაწოდე ინფორმაცია (ასახელებს კონკრეტულ თანამდებობის პირს), რომელსაც დაჟინებით ითხოვდნენ ჩემგან. ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მონაცემებს ითხოვდნენ... რაც შეეხება სახელობით სიას, ამის გარდა ჩემგან ითხოვდნენ ვიდეომასალას. სასულიერო პირებზე სუს-ს ჩემგან ინფორმაცია არასოდეს მოუთხოვია, მაგრამ უშუალოდ ჩემგან რა თქმა უნდა , შორენა თეთრუაშვილი გარკვეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვდა“- განაცხადა გიორგი ჩხარტიშვილმა.

წყარო გაზეთი „ქრონიკა+“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42