ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო ფაქტით დაინტერესდება და დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„საკრებულოს სხდომა არის ღია, თუ მერიაში შეშვებაზეა საუბარი, იქ თუ იყო გარკვეული საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო შესაბამისი შეზღუდვის მიზეზი, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, დეტალები მე არ ვიცი სამწუხაროდ, ამ საკითხის. თუ იყო დეპუტატების უფლებები შეზღუდული, ამით დავინტერესდები და რა თქმა უნდა, რეაგირება საჭიროების შემთხვევაში გვექნება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებიდან გავიდნენ.
„გუშინ აქციის მონაწილეები გავიდნენ კანონის მოთხოვნების ჩარჩოებიდან და რა თქმა უნდა, რეაგირებაც იყო სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი. მშვიდობიან პროტესტს არავინ არ უზღუდავს ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არავის, მაგრამ აქციის მონაწილეებმაც კანონის ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაიცვან,“ - აცხადებს ჩუგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






