"დისკუსია დასრულებულია - როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმების რეალიზებას" - კობახიძე
პოლიტიკა - 12:10, 03 Oct, 2017     1057
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულებულია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტში აუცილებლად აისახება ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება უკვე ჩვენი ინიციატივით. ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ.

რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, ამასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ვეტოს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება - ორ საკითხთან დაკავშირებით ვართ შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, რომ აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში - ეს არის ბონუსის ამოღება და ეს არის ბლოკების გაუქმება. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ამის შესაბამისად, ანუ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ინიციატივით უკვე, ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ის აღნიშნულ ორ საკითხს შეეხება, მაშინ ვეტო გაზიარებული იქნება.

„თუ ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა, თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა ოც პარტიასთან ერთად, ბუნებრივია, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ. შესაბამისად, ძალაში დარჩება ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან დამტკიცდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42