"პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენი შეთავაზება ძალაშია" - პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა - 12:07, 03 Oct, 2017     718
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მზადყოფნა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, არის დუმილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად, ინიციატივაც მის მხარესაა.

„ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ. ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება. შესაბამისად, მან უნდა ჩათვალოს საჭიროდ ეს შეხვედრა. აქ არ არის საუბარი იმაზე, მე ვიზამ, თუ ის იზამს. მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს შეხვედრის ჩატარება, თუ მას მიზანშეწონილად და სწორად მიაჩნია ასეთი შეხვედრის ჩატარება და შედეგზე თუ იქნება ორიენტირებული ასეთი შეხვედრა, მას შეუძლია შემოგვთავაზოს. ჩვენ წინასწარ დავაფიქსირეთ მზადყოფნა შეხვედრის თაობაზე. შესაბამისად, თუ იქნება მისი მხრიდან შემოთავაზება, პასუხი, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენგან იქნება პოზიტიური. შეხვედრა შედგება, უბრალოდ, ჩვენ ველოდებით ასეთ შემოთავაზებას. შემოთავაზება რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკრეტული, ანუ, უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით საქართველოს პრეზიდენტს. თუ იქნება ამის სურვილი და მზადყოფნა, ჩვენი მხრიდან წინასწარ დაფიქსირებულია შესაბამისი პოზიცია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42