ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას სისტემური ხასიათი არ აქვს - სოფიო კილაძე
პოლიტიკა - 09:50, 03 Oct, 2017     1326
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას სისტემური ხასიათი არ აქვს. ეს განცხადება, დეპუტატმა „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.


„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ აქვს ჩვენს შემთხვევაში სისტემური ხასიათი და სისტემურად არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუ სადმე არის რაღაც დარღვევები სახეზე ან დარღვევის ნიშნები, რა თქმა უნდა, თითოეული საკითხი კარგად არის გამოსაძიებელი,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ენდობიან ოპოზიციაში.

„ფაქტია, რომ ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს ძალადობის, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით და ამ ყველაფერს ამძიმებს ის გარემოება, რომ კორცხელის ინციდენტი, ეს უმძიმესი დანაშაული დღემდე არ არის გამოძიებული და ეს ყველაფერი ახალისებს კიდევ და კიდევ ხელისუფლებას, რომ კიდევ იძალადოს,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ირაკლი ნადირაძე.

საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ 2016 წლის დარღვევების გამოუძიებლობამ მმართველი გუნდი კიდევ უფრო წაახალისა.

„საკმაოდ კრიტიკული ანგარიშია, საუბარია არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. ჩვენ გვახსოვს სხვა ფაქტებიც ძალადობის, რომელიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული და დღემდე არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42