გენერალურმა აუდიტორმა მოადგილეები წარადგინა - საკადრო ცვლილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში
პოლიტიკა - 19:11, 02 Oct, 2017     2429

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მოადგილეები წარადგინა, ირაკლი მექვაბიშვილის მოადგილეებად დაინიშნენ ეკატერინე ღაძაძე, დავით გოგიჩაიშვილი, ასევე პოსტი შეინარჩუნა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომელიც ამ თანამდებობას წინა გენერალური აუდიტორის დროსაც იკავებდა. მექვაბიშვილის თქმით ხელი არ მოუწერია არავის გათავისუფლებაზე, რადგან კანონით მოადგილეები უფლებამოსილებას კარგავენ ახალი გენერალური აუდიტორის წარდგინების დროს:

„კანონით მოადგილეები უფლებამოსილებას კარგავენ გენერალური აუდიტორის წარდგინების დროს. მთავარ აუდიტორს ხელი არ მოუწერია არავის გათავისუფლებაზე, ხელი მოვაწერე ახალი კადრების წარდგინებას. წარვადგინეთ სამი მოადგილე, რომლებიც შეირჩნენ პროფესიონალიზმის ნიშნით. ეკატერინე ღაძაძე, დავით გოგიჩაიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი.“-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მექვაბიშვილი მზადაა შეხვდეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. ამასთანავე მექვაბიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილებები იუსტიციის მინისტრთან იყო შეთანხმებული და განაცხადა, რომ თეა წულუკიანთან შეხვედრის თემა მომავალი თანამშრომლობის საკითხები იყო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ვერ შეინარჩუნა ნინო ლომჯარიამ, რომელიც ირაკლი მექვაბიშვილის დანიშვნამდე გენერალური აუდიტორის მოვალეობას ასრულებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42