„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაშალეს, თუმცა უდუმაშვილი პირობას დებს, რომ აქციები გაგრძელდება და ივანიშვილს უფლებას არ მისცემენ რომ თბილისზე იძალადოს და მის ტერიტორიებს დაეპატრონოს:
„აქცია დამთავრებული არაა, ის დაშლილია ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. შეიძლება დღეს 2000 ადამიანზე იძალადეს, თბილისზე ვერ იძალადებენ. ჩვენ პოლიციელებს არ ვეწინააღმდეგებოდით ისინი თავის დავალებას ასრულებდნენ, თუმცა უკანონო დავალებას. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენ ისევ შევიკრიბებით, არ მივცემთ ნებას, რომ მერიამ ეს გადაწყვეტილება აღასრულოს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ თბილისმა თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს, ჩვენ უფრო ბევრნი ვიქნებით.“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






