"ჩვენ პორტუგალიისგან გვაქვს მტკიცე, პრინციპული მხარდაჭერა და მე მადლობელი ვარ ამისათვის"- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 16:10, 02 Oct, 2017     569
საქართველოს და პორტუგალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

“ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გამოვხატო ის აღტაცება, რომელიც მე და დელეგაციის წევრებს გვაქვს თქვენს მშვენიერ ქვეყნაში სტუმრობისას.

ჩვენ შევხვდით ბრაზილიაში შარშან და მაშინვე ნათლად დავინახე, რომ უაღრესად ბევრი შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს, უაღრესად ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხებს მივცეთ მეტი და ახალი შესაძლებლობები.

ბატონო პრეზიდენტო, მინდა ხაზგასმით მადლობა გამოვხატო თქვენს და, ასევე პორტუგალიის ხელისუფლების მიმართ იმ სტაბილური მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩემი სამშობლო 25 წელიწადია იღებს თქვენი ქვეყნისგან მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება - იქნება ეს ნატო-ში ინტეგრაცია, ევროინტეგრაციის პროცესი, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტისა, რომელიც ჩვენი მეზობელი რუსეთის მიერაა შელახული. ყველა ამ საკითხზე ჩვენ პორტუგალიისგან გვაქვს მტკიცე, პრინციპული მხარდაჭერა და მე მადლობელი ვარ ამისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, კულტურის, სამეცნიერო გაცვლის, ტურიზმის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცემა, როდესაც თქვენ ჩამობრძანდებით საქართველოში.

მე დღეს თქვენ გითხარით, რომ მე ვარ ყველაზე აღმოსავლური ევროპის ქვეყნიდან ჩამოსული ევროპის ყველაზე დასავლეთ ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები ყველაზე დასავლურ ევროპულ ქვეყანასა და ყველაზე აღმოსავლურ ევროპულ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.

ბატონო პრეზიდენტო მე მაქვს შესაძლებლობა მადლობა გითხრათ თქვენ, თანამშრომლობის იმ სულისკვეთებისათვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხებისთვის უკეთესი შესაძლებლობების გახსნა და ამავე სულისკვეთებით იმედი გამოვხატო, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

დიდი მადლობა გულითადი მხარდაჭერისა და ამ მასპინძლობისთვის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პორტუგალიის პრეზიდენტმა მიიღო გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები ღრმავდება.

პორტუგალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე და პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.












მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42