Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება
პოლიტიკა - 16:07, 02 Oct, 2017     469
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენები საერთო სახელწოდებით "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაია გიორგაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით. გალერეაში გამოფენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.

პრესკონფერენციის მონაწილეების განცხადებით, გამოფენა "Opera omnia," რომელიც Rai.Com-ისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.

მაია გიორგაძის შეფასებით, პროექტ check in Georgia”-ს ფარგლებში 2017 წელს არა ერთი მუსიკალური, სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. ამჯერად კი ორი უნიკალური გამოფენა იმართება, რომელიც ასევე აბრეშუმის გზის ფორუმს ემთხვევა.

,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოფენას დაესწრება იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ჩამოდის 35 უმსხვილეს იტალიური კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. გაიმართება ბიზნესფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იტალიურ ბიზნესწრეებს შორის, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“ განაცხადა მაია გიორგაძემ.

გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და პროექტი Check-in-Georgia.

გამოფენების ოფიციალურ გახსნას, რომელიც 2017 წლის 4 ოქტომბერს 19:00ს თ-ზე გაიმართება, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მოადგილე ივან სკალფაროტო და იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია დაესწრება, რომლებიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42