პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პოლიტიკა - 15:50, 02 Oct, 2017     818
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფოციალური ცერემონია ქალაქ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს და პორტუგალიის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

გიორგი მარგველაშვილმა და მარსელო რებელო დე სოუზამ ბელემის სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია და აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება ახალი სტიმული იქნება ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართები, ე.წ. "საზღვრის ნიშნები" და სხვა ხელოვნური ბარიერები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, პორტუგალიისა და პოტრუგალიურენოვანი ქვეყნების ალიანსის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ. განიხილეს საქართველოსათვის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგი.

საქართველოს პრეზიდენტმა ბელემის სასახლეში ჩანაწერთა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა და გულთბილი მასპინძლობისათვის პორტუგალიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

,,ჩვენ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისგასაღრმავებლად. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი მომავლისშექმნას ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ევროპული ოჯახისათვის'' ,- აღნიშნულია ჩანაწერში.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიზე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიაში.

,,პრეზიდენტებმა ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტერიტორიების

ოკუპაციის საკითხებზე და მათი არაღიარების პოლიტიკაზე, რომელშიც პორტუგალიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხში" , - აღნიშნა აბაშიშვილმა.














მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42