„მე 29 სექტემბერს გავაპროტესტე ის ყველაფერი რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა საკრებულოში და დავტოვე სხდომა. როგორ აიგდო ივანიშვილმა აბუჩად მთელი თბილისი, ეს ყვალაფერი ჩემთვის იყო სრულიად მიუღებელი. მე ახლა ვაპროტესტებ იმით, რომ ვტოვებ თბილისის საკრებულოს. შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს რომ 3 კვირით ადრე საკრებულოს დატოვება არასერიოზულია, მაგრამ ეს ყველაფერი 29-ში მოხდა და შესაბამისად ეს იყო ჩემი რეაქცია. მე მოვუწოდებ ყველას, ზაზა ბიბილაშვილს არა, საკრებულოს წევრებს , გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, დატოვონ საკრებულო და დავტოვოთ ქართული ოცნება მარტო“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც ბრძოლის სამიზნედ არა მმარტველ გუნდს, არამედ მას ირჩევს.
„საინტერესოა ის რომ მთლიანად ოპოზიცია არის ჩემს წინააღმეგ დარაზმული და მებრძვიან მე, ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი რეალურად იბრძვიან მეორე ადგილისთვის. ხელისუფლებას კი არ ებრძვიან, ცდილობენ რომ მე ჩამანაცვლონ ამ მეორე ადგილზე. მე მეორე ადგილისთვის არ ვიბრძვი, მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი.თითოეული ოპოზიციური პარტია იბრძვის რომ მეორე ადგილი დაიკავოს, სხვანაირად მე არ რეალობას ვერ აღვიქვამ. სხვას შევჯიბრებოდი ყვირილში? მე შეგნებულად არ ვყვიროდი და შეგნებულად არ ვჩხუბობდი. მე პანორამა თბილისს ვაპროტესტებ 2014 წლის გაზაფხულიდან, ერთი დღე დაკავებულიც კი ვიყავი, ზოგს დღეს და გუშინ გაახსენდა... ამას არ ვსაყვედურობ, მესმის რომ წინასაარჩევნო პერიოდია. მე პროტესტი სხდომის დატოვებით გამოვხატე. მე მოვუწოდებ ოპოზიციას კარგად გაიაზრონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. მათი გრძელვადიანი და სტრატეგიული მიზანი თუ ჩემთან ბრძოლაა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე ამით არაფერი დამაკლდება, მაგრამ რეალურად თუ ვინმეს უნდა რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს თბილისში, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა ლაპარაკობდნენ და ჩემს წინააღმდეგ არ უნდა იყვნენ დარაზმულები.“- განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ელისაშვილის მიერ საკრებულოს დატოვება ენმ-ს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა, ირაკლი შიხიაშვილის საქციელს შეადარა, რომელმაც საკრებულო ოცნების გამარჯვებიდან მეორე დღეს დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






