„ყველაფერი ის რაზეც საუბრობდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი სრილდება საპირისპიროდ, ჩვენი მოსახლეობის დაცინვაა ის რაც ხდება. რამდნეიმე ხნის წინ ივანიშვილი აცხადებდა, რომ მას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას ძალით აძლევდა, „მე ის ადამიანი არ ვარ რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისოო“ დღეს რას ვხედავთ? ერთ ბოტანიკურ ბაღსაც ეუფლება ბათუმში და თბილისის ბოტანიკური ბაღიც მიითვისა. ერთ ლარად ისაკუთრებ თბილისის ისტორიულ ცენტრს. ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და ამის ატანა და გატარება შეუძლებელია, აქ რომ იყოს ერთი, ათი ან ასი ადამიანი, ეს პროტესტი გაგრძელდება, აგორდება და დასრულდება იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს უსამართლობა ფეხს ვერ მოიკიდებს.“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა, მისი თქმით ივანიშვილი თაღლითია, რომელიც ხელისუფლებაში ცილისწამების საშუალებით მოვიდა.
„ამ ქვეყანას ბაყბაყ დევივით არის მომჯდარი უკეთური, ბოროტი ძალა. ჩვენ უკანასკნელ ადამიანამდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ქვეყანა ამ ადამიანებს არ დარჩეს. ეს მოხდება არჩევნებამდე, არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ. ეს ბრძოლა არ დამთავრდება სანამ ამ ძალას არ განვდევნით.“- აღნიშნა ბიბილაშვილმა, მისი თქვით თბილისის მთავრობა კლანური ხელილსუფლების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ივანიშვილს ემსახურება. ბიბილაშვილი პირობას დებს, რომ პროტესტი გაგრძელდება და ივანიშვილის კლანის თვითნებობას ყველგან და ყოველთვის გააპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები






