განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე, ამის შესახებ ნათქვამია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 598.9 მლნ ლარი;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 11.9 მლნ ლარამდე;
- უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 12.8 მლნ ლარზე მეტი;
- მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 23.0 მლნ ლარამდე;
- საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 22.1 მლნ ლარი და სხვა;
პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 38.0 მლნ ლარამდე;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 135.1 მლნ ლარზე მეტი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 62.6 მლნ ლარი;
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97.2 მლნ ლარზე მეტი;
მასალის გამოყენების პირობები






