გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 283.2 მლნ ლარი, მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: - თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი;
- სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა - 150.0 მლნ ლარი;
- ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი;
- ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45.0 მლნ ლარი;
- ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი;
- ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) – 20.0 მლნ ლარი;
- ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი;
- სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0 მლნ ლარი;
- სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი;
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53.0 მლნ ლარი;
- თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი;
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25.0 მლნ ლარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი;
- მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი, მათ შორის:
- მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 60 მლნ ლარი;
- მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა);
- საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი - 45.0 მლნ ლარი;
- რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 43.7 მლნ ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 254.9 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის 2018 წელს განხორციელდება:
- ქუთაისის წყალარინების პროექტის ფარგლებში 368 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის და 30 სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;
- რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები - 12.0 მლნ ლარი, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
- ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა - 190.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია (მესტია, ანაკლია, ურეკი, ფოთი, ზუგდიდი, ჯვარი, ჭიათურა, გუდაური, ბაკურიანი, ბოლნისი, მარნეული), ასევე ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
- წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - 12.5 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების განხორციელება კახეთის (თელავი- კურდღელაური, სიღნაღი, წნორი, საგარეჯო), შიდა ქართლის (დუშეთი), ქვემო ქართლის (ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ლიკანი-წაღვერი) რეგიონებში.
- საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი - 15.4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურების და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ფოთი, ზუგდიდი, ურეკი, მარნეული, თელავი, წყალტუბო, მესტია, ანაკლია).
მასალის გამოყენების პირობები






