თეა წულუკიანმა საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღწერის შედეგებში სხვაობა განმარტა
პოლიტიკა - 12:56, 02 Oct, 2017     892
იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა განსხვავებაა საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის. თეა წულუკიანმა აღნიშნა ამ სხვაობის ორი ძირითადი მიზეზი:

1. საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან არა მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოში, არამედ ისინიც, ვინც მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, არიან სრულწლოვნები და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა;

2. საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთსა და სამაჩაბლოში − მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

„მოქლაქეთა ერთიან ბაზაში შესულია ყველა ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მე არ მეგულება ამ ქვეყანაში მთავრობა, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეთა ბაზიდან ამორიცხავს. ჩვენს ბაზებში ირიცხება, ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ცხოვრობს უცხოეთში. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კი აღწერა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აღწერის მომენტში იმყოფებოდა საქართველოში. აღწერა არ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერ აღწერა მთლიანად უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე. შესაბამისად, განსხვავება საქართველოს მოქალაქეთა ბაზასა, რომელსაც ფლობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, და აღწერის მონაცემებს შორის არის სრულიად ბუნებრივი და ეს ასეც უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,49 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები. პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2.6 მილიონ პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42