"თუ მერობის კანდიდატებმა არ მოაწესრიგეს დოკუმენტები, არჩევნებზე საკუთარ თავს ვერ მისცემენ ხმას - წულუკიანი
პოლიტიკა - 13:01, 02 Oct, 2017     1574
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან ან მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, რომ დარჩენილი რამდენიმე დღე გამოიყენონ საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრაციისათვის, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ეს განცხადება მინისტრმა დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომაზე გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად 2017 წლის თებერვალში დაწყებული აქციისა, არაერთ ამომრჩეველს, მათ შორის, მერობის კანდიდატებსაც კი, რეგისტრაციის ადგილი არ აქვთ მითითებული სამოქალაქო რეესტრის ბაზებში, რამაც შესაძლოა, არჩევნების დღეს მათ პრობლემები შეუქმნას. ამ ხარვეზის გამოსწორება საქართველოს მოქალაქეებს 5 ოქტომბრამდე შეუძლიათ, რადგან 5 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს საქართველოს მოქალაქეთა ბაზას გადასცემს, რაც საარჩევნო სიის შედგენის მთავარი საფუძველია.

„ცხადია, პირადი მონაცემების დაცულობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან მერობის კანდიდატები, რომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი და როგორც მათ, ისე მათ ამომრჩეველს, მოვუწოდებ, გაასწორონ ხარვეზი დოკუმენტებში, რადგან მათ შესაძლოა, საკუთარ თავს და სასურველ პარტიას ვერ მისცენ ხმა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აქვე მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ერთ კონკრეტულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, კომისიას მინისტრმა დოკუმენტის გარეშე პირებისთვის 2017 წლის თებერვალში გამოცხადებული უფასო პირადობის მოწმობების აქციის შედეგები მოახსენა. თეა წულუკიანის განცხადებით, დღემდე 62000-მა უსაბუთო მოქალაქემ აიღო პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ და, შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

მისივე თქმით, სხვა არაერთ ღონისძიებასთან ერთად, ეს აქციაც სპეციალურად საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით 2017 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42