უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 12:43, 02 Oct, 2017     869
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის მეშვიდე სხდომა დღეს გაიმართა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კომისიის რიგით მეშვიდე სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით კომისიის სახელზე ელექტრონული ფოსტისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის მეშვეობით, ჯამში, 43 განცხადება შევიდა. საანგარიშო პერიოდში მედიამონიტორინგის შედეგად და სამდივნოში სხვა წყაროებიდან წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიება უმოკლეს ვადებში დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე; მათ შორის, სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა − 1 ფაქტი); სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა − 6 ფაქტი); სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება − 3 ფაქტი) და 333-ე მუხლით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება − 1 ფაქტი). აქედან 1 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 10 საქმეზე.

კომისიამ 6 სხდომის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო სტრუქტურებისთვის 4 რეკომენდაცია გამოსცა.

დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლო დარღვევების თაობაზე დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები განიხილა. გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც იქნა განხილული, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალების მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42