საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "20/30" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 23:00, 30 Sep, 2017     755
„საზოგადოება 20/30“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ შეფასებას ავრცელებს. ასევე, წარმოდგენელია რეკომენდაციები და შენიშვნები. ამასთან ერთად, „საზოგადოება 20/30“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს დიალოგისაკენ. „საზოგადოება 20/30“-ის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

1. დადებითად ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება 2024 წელს, ნაცვლად 2020 წლისა. მივიჩნევთ, რომ 2020 წლისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება არ იქნება მზად დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემიდან, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად. თუ ვიმსჯელებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობითა და დღეს არსებული რეალობით, სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედებამ 2020 წელს შესაძლოა გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობთ, 3 წლიანი პერიოდი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ. კერძოდ, განვითარდეს მათი სტრუქტურა, რეგიონალური წარმომადგენლობები. ამ მიმართულებით, გასათვალისწინებელია მათი ფინანსური უზრუნველყოფაც, რაც პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ასევე, აუცილებელია, პარტიები განვითარდნენ იდეოლოგიურ პლატფორმებზე დაყრდნობით. ყოველივე ეს შექმნის ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძველს. შესაბამისად, მეტად ლოგიკური იქნება, ზემოთ აღნიშნულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან.

2. იმ შემთხვევაში, თუ აიკრძალება პოლიტიკური პარტიების ბლოკებად გაერთაინება, სასურველია, დღეს არსებული საარჩევნო ბარიერის, 5 %-ის შემცირება 3 %-მდე, რათა საკონონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყოს მეტი პოლიტიკური პარტია. ეს ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმის არსებობას.

3. არასამართლიან და არათანასწორ გარემოს ქმნის საარჩევნო სისტემაში ე.წ. ბონუსის არსებობა, რომელიც გადაუნაწილებელ ხმებს მიაკუთვნებს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, ვიმეორებთ ჩვენს რეკომენდაციას საარჩევნო ბარიერის 3 %-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. ამ გზით, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაუნაწილებელი ხმების რაოდენობა, რაც მოხსნის ბონუსის სისტემის საჭიროებას.

4. პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს ამ ინსტიტუტის როლისა და მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც დაახლეობით თანაბრად გადაინაწილებს მანდატებს საკანონმდელო ორგანოში (ასევე პოლიტიკურ ლანდშაფტზე), რაც გარანტი იქნება იმისა, რომ ისინი ერთმანეთს დააბალანსებენ, ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანას სჭრდება პრეზიდენტი, რომელიც დააბალანსებს პოლიტიკურ პარტიათა შორის ძალაუფლებას და შეასრულებს ერთგვარი მოდერატორის ფუნქციას. შესაბამისად, 2023 წლისათვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გაზრდის რისკებს პოლიტიკური სტაბილურობის შესაძლო რღვევის მიმართულებით და შექმნის დამატებით რისკებს. ასევე, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მეტად ლოგიკური იქნება ქვეყანაში ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს არსებობის შემთხვევაში. „საზოგადოება 20/30“ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

5. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს“ გაუქმების შემთხვევაში, გვაქვს რეკომენდაცია, განხორციელდეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს“ რეფორმა, რათა ის იქცეს მეტად ოპერატიულ და ეფექტურ ორგანოდ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

6. დადებითად ვაფასებთ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის გარდამავალ დებულებად ჩაწერის საკითხს. ვფიქრობთ, რომ ამ მუხლის ირგვლივ აუცილებელია გაგრძელდეს აქტიური საზოგადოებრივი დისკუსია. გათვალისწინებული უნდა იყოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებები და შენიშვნები.

7. მივესალმებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ასევე, 2024 წლიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. ეს ცვლილებები უკეთ უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.

8. დადებითად ვაფასებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გარდამავალ მუხლად წარმოდგენას. ვთვლით, რომ არ არსებობს მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობა. რამეთუ, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელბა ქვეყნის უზენაეს კანონში არ არის მიზანშეწონილი. მისასალმებელია, რომ მსგავსი ჩანაწერი არ გაჩნდა კონსტიტუციის პრეამბულაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42