რას ერჩის თბილისის მერია მამადავითის ეკლესიის სამრეკლოსა და მთაწმინდის პანთეონს?!
პოლიტიკა - 10:30, 02 Oct, 2017     2696
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (ავტორი კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“) უამრავ ისეთ შინაარსობრივ ხარვეზს შეიცავს, რომ მისი მიღება, როგორც ურბანისტები და არქიტექტორები ამბობენ, მხოლოდ თუ დააზიანებს დედაქალაქს, იმიტომ რომ უბრალოდ განვითარების პერსპექტივას არ იძლევა. ვერც მისცემს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ხსენებული გენგეგმა არ ემყარება არანაირ კვლევასა და სტრატეგიულ ხედვას, არ აანალიზებს საქართველოს დედაქალაქის გეოპოლიტიკურ ფუნქციას და ვერ პასუხობს თბილისის, როგორც რეგიონის ფორმალური და არაფორმალური ცენტრის გამოწვევებსა და რისკებს. შესაბამისად, ხსენებული დოკუმენტი მხოლოდ სურვილების ნაკრებია, ოღონდ, სამწუხაროდ, არც თუ კეთილი სურვილების (სხვათ შორის, მეტად კომუნისტურ ყაიდაზე დაწერილის). ოღონდ ჩვენ ამჯერად თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის იურიდიულ ასპექტებზე ვისაუბრებთ, რომლებიც დაწვრილებით შეისწავლა ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“: როგორც აღმოჩნდა, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ეწინააღმდეგება თვით საქართველოს კანინმდებლობასთანაც კი.

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ სიტყვა კანონია!

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმ ტიპის დოკუმენტები, როგორიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა, საჯარო შეთანხმებისა და განხილვის საგანი უნდა გახდეს. თუმცა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცებით, კანონის ეს მოთხოვნა ამ შემთხვევაში სრულადაა უგულებელყოფილი. საჯაროობის მთავარი კომპონენტი დოკუმენტის ხელმისაწვდომობაა, არადა ამ საპროექტო წინადადების შესახებ სრული ინფორმაცია თვით თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზეც კი არ არსებობს. თუმცა ის სწორედ დედაქალაქის საკანონომდებლო ორგანომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე თავად პროცესის მიმდინარეობისასაც კი არ შეუწუხებია არავის, თუ არ ჩავთვლით უკვე გამზადებული გენგეგმის შესახებ ელექტრონულსა თუ ბეჭდურ მედიაში არც თუ ხშირად გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებიც ვერანაირად ვერ შეუქმნის თბილისელებს ნათელ წარმოდგენას დედაქალაქში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. უფრო მეტიც, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა საკმოდ ვრცელი დოკუმენტია (რამდენიმე ათას გვერდს მოიცავს), სპეციფიკური და უმეტესად გაუგებარი ენით დაწერილი, რასაც თან ერთვის რუკებიც, რომელთა წაკითხვის კომპეტენცია, ცხადია, მოქალაქეს ვერ ექნება: ასეთი ფუფუნების საშუალება მხოლოდ სპეციალისტებს აქვთ.

თბილისის საკრებულოს ვებგვერდს ვინ ჩივის, თვით „სი თი ინსტიტუტი საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდსაც კი არ აქვს ფუნქციური დატვირთვა: ორგანიზაციის მხოლოდ „ფესიბუქის“ გვერდია მოქმედი. რაც ცხადად მიუთითებს, რომ მათ მიერ შემუშავებული საპროექტო წინადადება არათუ არ არის საზოგადოებრივი თანხმობის პროექტი, არამედ საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ აქვს იმ პროექტზე, რომელმაც მისი ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.

მეორე მხრივ, „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ არც დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა უზრუნველყო საპროეტო წინადადების განხილვის პროექტში. საზოგადოებისა და დაინტერესებულ პირთა არჩართულობის გამო, „ახალგაზრდა ადვოკატების“ დასკვნით, პასუხისმგებლობა ენიჭება არა მხოლოდ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, არამედ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებსაც. თბილისის მერიასა და საკრებულოს საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას კანონი, კეძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“: სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მიწათსარგებლობის გენგემის შემუშავების პროცესში ჩართული არც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები ყოფილა: „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის პროცესში არ გამოიკვეთა საქართველოს მთავრობის (გარდა ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების), არც საქართველოს პარლამენტის (შესაბამისი კომიტეტების) და არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა და თანამშრომლობა.“

არც მერიის საქალაქო სამსახურებს მიუღია მონაწილეობა გენგეგმის შემუშავების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათი ბიუჯეტებიდან უნდა დაფინანსდეს გენგეგმაში დასახული ღონისძიებების არც თუ მცირე ნაწილი.

როგორ გაიმარჯვა კონკურსში კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეს დაფუძნებულმა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“, ანუ „ბედი მომეც, სანეხვეზე დამაგდეო“

მაგრამ, სამაგიეროდ, გამოიკვეთა დედაქალაქის მერიისა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის მჭიდრო კავშირი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ: სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნდა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-დღეს. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა 2015 წლის 13 სექტემბერს. ასეთი ფაქტობრივი გარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს – სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების შესახებ“.

მანამდე კი 2015 წლის 7 ივლისს თბილისის მერი ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის „ფრაუნჰოფერის“ და „სითი ინსტიტუტ საქართველოს'' წარმომადგენლებს შეხვდა და გაეცნო პროექტ „მომავლის ქალაქს“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხაზს უსვამს, რომ „ყველა ის საკითხი და თემატური მიმართულება, რომელიც წარმოდგენილი იქნა „მომავლის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, არსებითად, ორგანულად და შინაარსობრივად წარმოადგენს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების მიზნებსა და ამოცანებს.“ 2015 წლის 7 ივლისის პრესკონფერენციაზე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა დირექტორმა (შეგახსენებთ, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლის 30 ივნისს შიქმნა), მამუკა სალუქვაძემ ისიც კი განაცხადა, რომ: „...გასაგებია, ის ჯგუფი, რომელიც, ალბათ, გაიმარჯვებს გენგეგმის განახლების კონკურსში, სწორედ აი, ამგვარ კონცეფციას უნდა დაეყრდნოს (იგულისხმება „მომავლის ქალაქის“ კონცეფცია), რამეთუ არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოს სხვადასხვა კონცეფციებით. ქალაქი ერთი კონცეფციით უნდა ვითარდებოდეს და ძალიან კარგია, რომ ამ შემთხვევაში, ამის საშუალება ჩვენ გვეძლევა. აქედან გამომდინარე, ეს ორი პროექტი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ამის მოხერხება ძალიან ადვილი იქნება იმ შემთხვევაში, როცა ქალაქ თბილისის მერიაც ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით.“

ჩვენ არ ვიცით, რა საფუძველი ჰქონდა ბ–ნი სალუქვაძის თავდაჯერებულობას, მაგრამ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდგენისთვის გამოცხადებულ კონკურსში სწორედ ბ–ნი მამუკა სალუქვაძის კომპანიამ გაიმარჯვა. საინტერესოა ისიც, რომ საკონკურსო კომისიას ყურადღება არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, როგორც ორგანიზაციას, არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. საკონკურსო კომისიისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ კონტრაქტორი და პარტნიორი კომპანიები უცხოური იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სა–უცხო–სწორედ უცხოა, არამედ, სავარაუდოდ, იმის გამოც, სწორედ ეს კომპანიები თანამშრომლობდნენ თბილისის მერიასთან პროექტ „მომავლის ქალაქის“ პროექტში.

ბ-ნი სალუქვაძის წინასწარმეტყველება ახდა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით: „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“.

ასეა თუ ისე, 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო #2212 განკარგულება, რითაც თბილისის მერიას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უთხრა და იმავე დღესვე გააფორმა მერიამ 2 800 000 ლარის მომსახურების ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“. კანონის თანახმად, „სითი ინსტიტუტ საქართველოს, რაკი გამარტივებული შესყიდვა განხორციელდა, აუცილებლად უნდა წარმოედგინა საბანკო გარანტია – ეს კანონის აუცილებელი მოთხოვნაა ასეთ შემთხვევაში, თუმცა ვერ გდინდება, წარადგინა თუ არა გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ საბანკო გარანტია, რაკი მომსახურების ხელშეკრულება აღემატებოდა 200 000 ათასს ლარს.

ვისი ინტერესია თბილისის ისტორული უბნების დანგრევა

ხსენებული გენგეგმის ყველაზე მტკივნეული ნაწილი, ალბათ, მაინც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ეხება. იმას გარდა, რომ თანდართულ რუკაზე თბილისის ძველ უბნებში გაზრდილია მოსახლეობის სიმჭიდროვე, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიშნავს, რომ ამ ისტორიული უბნების გადაკეთება, ესე იგი, დანგრევაა დაგეგმილი, გენგეგმის ეს ნაწილი მოქმედ კანონსაც ეწინააღმდეგება.

კერძოდ: გენგეგმაში ბუნდოვანია, როგორ უნდა დაიცვან დედაქალაქის ისტორიული ნაწილი – თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეფასებითაც კი, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტაციაში სათანადოდ არ არის ასახული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები.

მეორე მხრივ, საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინა თბილისის ისტორიული ნაწილი, რომელშიც დადგენილია თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი (ბუფერული) ზონები, რაც მოითხოვს შესაბამისი რეგულაციების დაწესებას. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გენგეგმაში კი სრულად და სიზუსტით არ არის ასახული აღნიშნული ზონების დაცვისა და შენარჩუნების საკითხები. მეტიც, ის ეწინააღმდეგება თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმით დადგენილ რეგულაციებს.

მაგალითად, გენგეგმა გულისხმობს განაშენიანებას მთაწმინდის კალთებზე, რომელიც მოიცავს მამა დავითის ეკლესიასა და მის ზედა ნაწილს, მთაწმინდიას პარკის (უძრავი ძეგლის) ჩათვლით. თუმცა მოქმედი კანონი იცავს ამ ზონას შეუსაბამო განაშენიანებისგან. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, გენგეგმა საფრთხეს უქმნის ამ არეალში მოქცეულ კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს: მთაწმინდის პარკს, მთაწმინდის პანთეონს, მამადავითის ეკლესიის სამრეკლოს, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობასა და მამადავითის ეკლესიას. ჩვენთვის უცნობია, რატომ მისცა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ საკუთარ თავს ამის უფლება ან თბილისის მერიამ რატომ ანდო კულტურული მემკვიდრეობის ბედის განკარგვა ხსენებულ კომპანიას.

ნარმანია VS კალაძე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არც ის არის ნაჩვენები, თუ რომელი კვლევის საფუძველზე გადაწყდა დედაქალაქის დაგეგმარება ასე და არა სხვაგვარად ან მისი განხორციელების პროცესში, რამდენად იქნება დაცული კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი. ისევე, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის.

მაგალითად, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გადატანას, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოებას და დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150 ჰექტრის) ათვისებას მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრით. ოღონდ არაფერს ამბობს, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებისთისაც ის სივრცე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, ავითარებენ მცირე და საშუალო ბიზნესს და, რაც მთავარია, შემოსავალს იღებენ. გენგეგმა არაფერს ამბობს მათ საკუთრების უფლებაზე, არც მათთვის გასაცემ კომპენსაციებზე და არც იმაზე, თუ ვინ უნდა გაიღოს ეს თანხა. მეტიც, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გენგეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები დედაქალაქის ბიუჯეტით უნდა განახორციელდეს, ოღონდ ამთავითვე უნდა ითქვას, რომ თბილისის ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც რკინიგზის გადატანის კონცეფციაა: საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია სატრანზიტოა, რითაც ის თავს იმკვიდრებს ევროკავშირის რუკაზე და რაც მისი უსაფრთხოების ლამის ერთადერთი გარანტია. ხოლო რკინიგზა გადაზიდვის ყველაზე იაფი და ეფექტიანი საშუალებაა. ამდენად, გაუგებარია, რატომ გადააბარა დედაქალაქის მერიამ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხის გადაჭრა კერძო კომპანიას, როდესაც ეს ცენტრალური ხელსუფლების პრეროგატივაა.

რაკი თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ვრცელი დოკუმენტია, მხოლოდ ზოგიერთ დეტალს შევეხეთ, რაც უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს და ვინაიდან მისი ნაჩქარევი დამტკიცება იმ საკრებულოს მიერ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა სამიოდ კვირაში ეწურება, მინიმუმ, უპასუხისმგებლობაა (დღესავით ნათელია, რომ საკრებულოს წევრები თავსაც არ შეიწუხებენ მისი წაკითხვით: ზოგი წინასარჩევნო მარათონშია ჩართული, ისევ საკრებულოში მოხვედრის იმედით, მეორე ნაწილი კი საერთოდაც თამაშგარე დარჩა და თავს მით უფრო არ შეიწუხებენ). საზოგადოება კი პასიურია, რადგან არ არის ინფორმირებული. ამდენად, ერთი იმედი ისაა, რომ სახელისუფლო პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები ძირეულად ეწინააღმდეგება მოქმედი მერის, დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას და ნარმანიას საკრებულოს მიერ ამ გეგმის დამტკიცება თანაგუნდელი კალაძისთვის ფეხის დადება იქნება.

ანა დვალი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42