საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახმეტაში სახალხო ზეიმს დაესწრო.
პოლიტიკა - 20:26, 01 Oct, 2017     874

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახმეტაში სახალხო ზეიმს დაესწრო. ღონისძიება ოფიციალურად ლევან იზორიამ კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა.

სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია დღესასწაულზე საპრეზენტაციო კუთხით იყო წარმოდგენილი. სამხედრო სასწავლებლის იუნკერებმა საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აკადემიის სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და ხელისუფლების სხვა წარმომადენლები.

სახალხო დღესასწაული "ახმეტობა" ახმეტაში 1 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ახმეტის მკვიდრის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ბიინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. აჯანყების შემდეგ შაჰმა ბიძინა ჩოლოყაშვილი , შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. რის გამოც ისინი წამებით მოკლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42